ჰომინიდები დმანისელი ადამიანები- ძველი ევროპელები
XIII საუკუნის დმანისმა ეკონომიურად და კულტურულად აყვავების უმაღლეს დონეს მიაღწია. ამ საუკუნეების შუა ხანებში აქ დაიწყო ფულის მოჭრა (იმ დროს მონღოლთა ხელისუფლების დამკვიდრების გამო ზარაფხანა თბილისიდან დმანიში იქნა გადმოტანილი)
დმანისი და მისი მხარე ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუთხე გამხდარა, რაზედაც მეტყველებს აქ არსებული უამრავი არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლი. ნაქალაქარის გათხრების შედეგად გამოვლენილია ქალაქის ჭიშკარი, მოკირწყლული ქუჩები, ნასახლარები, სამეურნეო, ზეთის სახდელი და სხვა ტიპის სახელოსნოები. ქულაბები. ბეღელი, მარნები, აბანოები, ასევე მინარეთიანი მეჩეთის ნაშთები და რაც მთავარია ქრისტიანული ტაძრები
ქალაქის გათხრები“ დმანისი ღია ცის ქვეშ“, დაიწყო 1936 წლიდან. გაითხარა ქალაქის გალავანი, ჭიშკარი, სხვადასხვა ნაგებობანი. აღმოჩენილ იქნა დმანისელი ჰომინიდი, რომელიც ევრაზიის უძველესი მკვიდრი 1,8-1,7 მილიონი წლის წინ თარიღდება. ამ აღმოჩენებმა კვლევების ახალი შესაძლებლობები შექმნეს,პირველი მოგზაურების შესახებ, ვარაუდებს სამხრთ კავკასიიდან ადამიანის განსახლებას მთელ დედამიწაზე. აღმოჩენილ იქნა:
4 თავის ქალა; 4 ქვედა ყბა; 15 იზოლირებული კბილი; 35 ჩონჩხი; ძვლები, ქვის იარაღები. არც ერთ ძეგლზე ჰომინიდის ამდენი ნაშთი ერთად არ აღმოუჩენიათ. ამ შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოიპოვა, რადგან შეცვალა მანამდე მტკიცედ დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან განსახლების შესახებ.
პირველი ევროპელებს, რომლებიც დმანისში აღმოჩინეს „ზეზვა „და „მზია“ უწოდეს. მკვლევარმა ელისაბედ დეინესმა საფრანგეთში შექმნა ზეზვასა და მზიას თავის ქალადან სრული ადამიანის სახე- მულაჟი.დმანისელი ადამიანის სიმაღლე დაახლოებით 1, 5 მერტი იყო. ცოცხლობდნენ 25 წელი და იკვებებოდნენ ირგვლივ არსებული მცენარეებით.
დმანისში აღმოჩენილი ნივთების უმრავლესობა ინახება მუზეუმში , ზეზვასა და მზიას მულაჟები კი დდმანისში საპეციალურ ორმოებში, ინახავდნენ, მარხავდნენ მიცვალებულებს. ერთ-ერთ ასეთ ორმოში, რომელიც სამეურნეო ორმოდაა მიჩნეული ,ქალის ჩონჩხია ლოტოსის პოზაში, რომელსაც თავი დასავლეთით აქვს. იგი 35-40 წლისაა.
მანისში.